понедельник, 4 июня 2012 г.

სოლომონ მეფის სიბრძნე

ერთხელ ერთი კაცი მივიდა სოლომონთან, როცა იგი მალულად ბავშვების თამაშს აკვირდებოდა და ჰკითხა: – მეფეო, დამეხმარე! მე მდიდრულად ვცხოვრობ, გვაქვს დიდი სახლი და გვყავს ბევრი მონა, მაგრამ ვხედავ, რომ ჩემი ფიქრები წარმავალისკენ და წვრილმანებისკენაა მიმართული და არა მარადიულისაკენ და სათნოებისკენ. მაშინ ჰკითხა მეფემ: – რა არის სათნოება? კაცმა დაუფიქრებლად უპასუხა: – სათნოება არის საშუალება მიაღწიო ამაღლებულს სიმდაბლის გვერდის ავლით, მიხვდე რა არის მთავარი და შეაჩვენო არარაობა. მეფემ შუბლი შეიკრა: – კიდევ ერთხელ გეკითხები: რა არის სათნოება? მისული პასუხობს: – სათნოება გზაა, რომლითაც შასაძლებელია მიაღწიო ზეცას. მეფემ უფრო მეტად შეკრა შუბლი: – მესამედ მიპასუხე: რა არის სათნოება? მისულმა ისევ უპასუხა: – სათნოება არის ის, რაც სულს განწმენდს და განაათლებს. სოლომონმა წარმოთქვა: – სამჯერ შეგეკითხე და შენგან ზუსტი პასუხი ვერ მივიღე, თუმცა შენ მთელ დღეებს სათნოებაზე ფიქრში ატარებ. შენ გსურს მიაღწიო ამაღლებულს სიმდაბლის გვერდის ავლით, მაგრამ როგორ ახვალ კიბის ზედა საფეხურზე ქვედა საფეხურების გაუვლელად? შენ გსურს მიაღწიო ზეცას, მაგრამ განა ღირსეულია მიდიოდე იქ, სადაც არც კი იცი რა გელოდება? შენ გსურს გახდე ნათელი, მაგრამ რა არის სინათლე სიბნელის გარეშე? ღამე იცვლება დღით და მარადიული არც სიბნელეა და არც სინათლე. განა გვეცოდინებოდა რა არის დღე, თუ არ ვიხილავდით ღამეს? ზუსტად ასევე დადიან ერთად ყველაზე წმინდა განზრახვები ყველაზე უწმინდურებთან ხელიხელჩაკიდებულები. მხოლოდ ისეთ ადამიანს შეუძლია ყველაზე საშინელი საქციელის ჩადენა, ვისაც თავი სათნოებით აღსავსე ჰგონია. განა შენსავით უნდა ფიქრობდეს კაცი სათნოებაზე, მხოლოდ სათნოებისთვის? გიყვარდეს შენი ცოლი, მსახურები და მეზობლები. ყოველთვის იყავი მისაბაძი მაგალითი და ყოველ ღამე ძილის წინ დაუსვი საკუთარ თავს ორი შეკითხვა: რა გავაკეთე დღეს იმისათვის, რომ ვყოფილიყავი უფრო ბედნიერი და ხომ არ მივიღე მეტი ბედნიერება სხვების ზიანის ხარჯზე? მხოლოდ ასე არ ჩაივლის შენი ცხოვრება ფუჭად და მხოლოდ ასე გიწოდებენ სიკვდილის შემდეგ სათნოებით აღსავსეს. მისულმა თავი დაუკრა მეფეს და გავიდა. ის ნანობდა, რომ უფრო ადრე არ მიმართა ბრძენ მეფეს რჩევისათვის.

воскресенье, 18 марта 2012 г.

hi

четверг, 15 марта 2012 г.