среда, 3 декабря 2008 г.
ფილოსოფიური ისტორია
ორი მეგობარი ერთ ურწყულ უდაბნოში დაიკარგა. მზე მცხუნვარედ ანათებდა, მათ კი ძალიან ცოტა წყალი ჰქონდათ.მალე ძალიან ჩამოცხა და მეგობრებს უკანასკნელ წყლის ყლუპზე დავა მოუვიდათ.ჩხუბის დროს ერთმა მეგობარმა მეორეს სახეში სილა გააწნა. ეს უკანასკნელი დამწუხრდა, მაგრამ არაფერი თქვა და ქვიშაზე დაწერა:
-დღეს ჩემმა მეგობარმა შეურაცხმყო.
ამგვარი საქციელით გაოცებულმა მეორე მეგობარმა მაშინვე არაფერი ჰკითხა, ბოდიში მოუხადა და გზა გააგრძელეს.
მალე ისინი ერთ ოაზისს მიადგნენ და მდინარეში გასაგრილებლად შევიდნენ. მალე მან ვინც ქვიშაზე სიტყვები დაწერა ცნობიერება დაკარგა და წყალში ჩაძირვა დაიწყო. მისი მეგობარი არ დაიბნა, სასწრაფოდ ჩაყვინთა და სამშვიდობოს გაიყვანა.დახრჩობას გადარჩენილმა ცოტა რომ ამოისუნთქა, ერთი ქვა აიღო და მასზე შემდეგი სიტყვები ამოტვიფრა:
-დღეს ჩემმა მეგობარმა ჩემი სიცოცხლე იხსნა.
მან, ვინც მეგობარს ჯერ სილა გააწნა და შემდეგ გადაარჩინა, ჰკითხა:
-როცა შეურაცხგყავი, ქვიშაზე დაწერე, ახლა კი-ქვაზე. რატომ?
მეგობარმა უპასუხა:
-როცა ვინმე გულს გვატკენს, ჩვენი ტკივილი ქვიშაზე უნდა დავწეროთ, რათა მობოდიშებამ, როგორც ქარმა ქვიშა, ისე აღხოცოს იგი. ხოლო, როცა ვინმე სიკეთეს გაგვიკეთებს, ქვაზე აღვბეჭდოთ, ვერანაირმა ქარმა რომ ვერ წარხოცოს და მარად ჩვენს ხსოვნაში დარჩეს
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий