ერთხელ ღმერთი დაელაპარაკა იონას.
და რა უთხრა?
–ადექი, წადი ნინევიაში და იქადაგე იქ!
მაგრამ იონას ეს არ მოეწონა.
–მე არ მინდა!– უთხრა თავისთავს.
–მე არ წავალ!
ავიღებ ჩემს ნივთებს და გავიქცევი, ისე შორს, რომ ღმერთი ვერასოდეს მიპოვის!
იონა სწრაფად გაიქცა ნავსაყუდელისაკენ.
მან დიდი გემის ბილეთი იყიდა.
აქ ღმერთი ვერასოდეს მიპოვის – ფიქრობდა იონა.
მაგრამ ღმერთმა ყოველთვის იცის, სად ვიმყოფებით. მან სულ იცის, რას ვფიქრობთ. ღმერთმა იცოდა სად იყო იონა.
რომ ეჩვენებინა მისთვის ეს, მან ზღვაზე დიდი ქარიშხალი გამოგზავნა.
უ – უ – უ – უსტვენდა ქარი. ზღვა საშინლად ღელავდა და გემს აქეთ–იქით ახეთქებდა.
და იონა გადმოვარდა გემიდან.
–ჭყაპ! – და იონა ჩავარდა ზღვაში.
ბუყ – ბუყ – ბუყ!
იონა ნელ–ნელა იძირებოდა წყალში.
მაგრამ ღმერთს არ სურდა, რომ იონა დამხრჩვალიყო.
ამიტომ მან გამოგზავნა დიდი თევზი...
... რომელმაც გადაყლაპა იონა.
იონა პირდაპირ თევზის მუცელში მოხვდა.
ბრ – რ – რ, – რა საშინელი ადგილია!
თევზის შიგნით ძალიან ბნელოდა.
თევზის შიგნით ძალიან ცხელოდა.
და იქაურობა ძალიან ყარდა.
ფუ – უ – უ!
აი ასე იჯდა იონა თევზის მუცელში.
დუგ – დუგ – დუგ! ფეთქავდა მისი გული.
ახლა იონამ გადაწყვიტა, მოესმინა ღმერთისათვის.
მან მუხლი მოიყარა და ილოცა.
ღმერთმა შეისმინა იონას ლოცვა.
და თევზი ნაპირისაკენ გაგზავნა.
თფუ! – გადმოაფურთხა თევზმა იონა.
ბუგ! – გაისმა, როცა იონა ნაპირზე დაეცა.
–ვაი! – დაიკვნესა იონამ წამოდგომისას.
ღმერთი კვლავ დაელაპარაკა იონას.
რა თქვა მან?
– ადექი, წადი ნინევიაში და იქადაგე!
და შენ როგორ ფიქრობ, როგორ მოიქცა იონა ახლა?
როგორც კი შეეძლო, ისე სწრაფად გაიქცა ნინევიაში!
იონამ ისწავლა ყოფილიყო ღმერთისადმი მორჩილი.
среда, 24 сентября 2008 г.
გელოდება საქართველო
საიდან ხარ, სადაური
ან რა გზები გელის წინა?
ყალყზე დგება ბედაური
შენ ვინა ხარ პაწაწინა?
მე პატარა ქართველი ვარ,
უკვდავების ვეძებ წყაროს,
უნდა მთა–მთა და ველი–ველ
საქართველო მოვიარო.
ავედევნო ცაში მერცხალს,
გაზაფხული ვუძღვნა ყველას,
ველს სიმწვანე, ხოლო ზეცას
სილურჯე და ცისარტყელა.
გადავქოჩრო ყანა დილით,
დავუბრუნო ჭიგოს ვაზი,
ამოვიცნო ამ გრაგნილით
რას გვიამბობს ფარნავაზი?
ვინ უწოდა „გორგასალი“,
რად შემართა მეფემ ხელი?
რატომ ჰქვია მეფე დავითს
დავით აღმაშენებელი?
ქართლის დედა ვის მასპინძლობს?
რად უპყრია ხმალი თანაც?
რად ვეძახით თამარის დროს
საქართველოს „ოქროს ხანას“?
რად შეარქვეს შოთა რუსთველს
„სულმნათი“ და „დიდი შოთა“?
რად აბორგებს კრწანისის ველს
ალისფერი ყაყაჩოთა?
თუკი აღა–მაჰმად ხანმა
ომის ბედი მოიხელთა,
მაშ თბილისთან რად აღმართეს
ძეგლი სამას არაგველთა?
ვინ ესროლა მამულს გულში
ან ჭრილობა რად აქვს ღიად...
რატომ მოხდა წიწამურში
წიწამურის ტრაგედია?
რატომ არის 9 აპრილი
ცრემლიანი–სასახელო?
საით მიდის ეს გზა წვრილი
საით მიჰყავს საქართველო?
გასწი, გასწი, ბედაურო,
რა ღონეც გაქვს და რა ძალიც,
დავუამოთ მამულს ურვა,
მოვაპკუროთ წყაროს წყალი.
ყვავ–ყორნისგან დაკაწრული
გული უნდა გავამრთელოთ.
გზა მშვიდობის პაწაწინავ,
გელოდება საქართველო!
ან რა გზები გელის წინა?
ყალყზე დგება ბედაური
შენ ვინა ხარ პაწაწინა?
მე პატარა ქართველი ვარ,
უკვდავების ვეძებ წყაროს,
უნდა მთა–მთა და ველი–ველ
საქართველო მოვიარო.
ავედევნო ცაში მერცხალს,
გაზაფხული ვუძღვნა ყველას,
ველს სიმწვანე, ხოლო ზეცას
სილურჯე და ცისარტყელა.
გადავქოჩრო ყანა დილით,
დავუბრუნო ჭიგოს ვაზი,
ამოვიცნო ამ გრაგნილით
რას გვიამბობს ფარნავაზი?
ვინ უწოდა „გორგასალი“,
რად შემართა მეფემ ხელი?
რატომ ჰქვია მეფე დავითს
დავით აღმაშენებელი?
ქართლის დედა ვის მასპინძლობს?
რად უპყრია ხმალი თანაც?
რად ვეძახით თამარის დროს
საქართველოს „ოქროს ხანას“?
რად შეარქვეს შოთა რუსთველს
„სულმნათი“ და „დიდი შოთა“?
რად აბორგებს კრწანისის ველს
ალისფერი ყაყაჩოთა?
თუკი აღა–მაჰმად ხანმა
ომის ბედი მოიხელთა,
მაშ თბილისთან რად აღმართეს
ძეგლი სამას არაგველთა?
ვინ ესროლა მამულს გულში
ან ჭრილობა რად აქვს ღიად...
რატომ მოხდა წიწამურში
წიწამურის ტრაგედია?
რატომ არის 9 აპრილი
ცრემლიანი–სასახელო?
საით მიდის ეს გზა წვრილი
საით მიჰყავს საქართველო?
გასწი, გასწი, ბედაურო,
რა ღონეც გაქვს და რა ძალიც,
დავუამოთ მამულს ურვა,
მოვაპკუროთ წყაროს წყალი.
ყვავ–ყორნისგან დაკაწრული
გული უნდა გავამრთელოთ.
გზა მშვიდობის პაწაწინავ,
გელოდება საქართველო!
ფარნავაზი
ამოვიცნო ამ გრაგნილით
რას გვიამბობს ფარნავაზი?
ძველად, დაახლოებით ორი ათას სამასი წლის წინათ, ანუ ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე– მესამე საუკუნის მიჯნაზე, საქართველოს მართავდა მეფე ფარნავაზი.
სამი წლის იყო ფარნავაზი, როცა ქართლში მოსულმა მტერმა მამა და ბიძა მოუკლა. იგი დედამ კავკასიის მთებში გადამალა, რომ მოშურნეს ვერ ეპოვა.
დავაჟკაცებული ფარნავაზი მცხეთაში დაბრუნდა. ფარნავაზი იყო ახოვანი, ჭკვიანი, მამაცი მხედარი და კარგი მონადირე. ლეგენდა გადმოგვცემს:
ერთხელ ჭაბუკმა მეფემ ავდარში ნადირობისას თვი გამოქვაბულს შეაფარა , სადაც სულ მოულოდნელად განძი იპოვა. მეფე ოცნებობდა მომხდური მტრის განდევნაზე, ამიტომ განძეულის საფასურით მან დიდძლი იარაღი შეიძინა.
ფარნავაზმა დაიმეგობრა დასავლეთ საქართველოს – ეგრისის გამგებელი ქუჯი. სამსობლოს სიყვარულით გულანთებულმა მამულიშვილებმა კარგად იცოდნენ, რომ „ძალა ერთობაშია“, ამიტომ ერთგულება შეჰფიცეს ერთმანეთს. მათ გააერთიანეს არმოსავლეტ და დასავლეთ საქართველოს ლაშქარი, ერტიანი ძალით შეუტიეს მთერს და სასტიკად დაამარცხეს.
ჩვენი „დედა წიგნი“ – „ქართლის ცხოვრება“, გვამცნობს: ფარნავაზმა შექმნა ქართული მწიგნობრობა და სახელმწიფოენად გამოაცხადა ქარტული ენა.
ქარტული დამწერლობის შექმნა მეფე ფარნავაზის სახელს უკავშირდება, ამიტომ მხატვარმა იგი დაგვიხატა ხელში გრაგნილით, რომელზედაც ძველი ქართული ასოები მოჩანს.
რას გვიამბობს ფარნავაზი?
ძველად, დაახლოებით ორი ათას სამასი წლის წინათ, ანუ ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე– მესამე საუკუნის მიჯნაზე, საქართველოს მართავდა მეფე ფარნავაზი.
სამი წლის იყო ფარნავაზი, როცა ქართლში მოსულმა მტერმა მამა და ბიძა მოუკლა. იგი დედამ კავკასიის მთებში გადამალა, რომ მოშურნეს ვერ ეპოვა.
დავაჟკაცებული ფარნავაზი მცხეთაში დაბრუნდა. ფარნავაზი იყო ახოვანი, ჭკვიანი, მამაცი მხედარი და კარგი მონადირე. ლეგენდა გადმოგვცემს:
ერთხელ ჭაბუკმა მეფემ ავდარში ნადირობისას თვი გამოქვაბულს შეაფარა , სადაც სულ მოულოდნელად განძი იპოვა. მეფე ოცნებობდა მომხდური მტრის განდევნაზე, ამიტომ განძეულის საფასურით მან დიდძლი იარაღი შეიძინა.
ფარნავაზმა დაიმეგობრა დასავლეთ საქართველოს – ეგრისის გამგებელი ქუჯი. სამსობლოს სიყვარულით გულანთებულმა მამულიშვილებმა კარგად იცოდნენ, რომ „ძალა ერთობაშია“, ამიტომ ერთგულება შეჰფიცეს ერთმანეთს. მათ გააერთიანეს არმოსავლეტ და დასავლეთ საქართველოს ლაშქარი, ერტიანი ძალით შეუტიეს მთერს და სასტიკად დაამარცხეს.
ჩვენი „დედა წიგნი“ – „ქართლის ცხოვრება“, გვამცნობს: ფარნავაზმა შექმნა ქართული მწიგნობრობა და სახელმწიფოენად გამოაცხადა ქარტული ენა.
ქარტული დამწერლობის შექმნა მეფე ფარნავაზის სახელს უკავშირდება, ამიტომ მხატვარმა იგი დაგვიხატა ხელში გრაგნილით, რომელზედაც ძველი ქართული ასოები მოჩანს.
ვახტანგ გორგასალი
ვინ უწოდა „გორგასალი“,
რად შემართა მეფემ ხელი?
ვახტანგ გორგასალი დაახლოებით 1500 წლის წინათ გამეფდა საქართველოში. იგი მაშინ მხოლოდ 15 წლის იყო, მაგრამ გამოირჩეოდა თავისი გოლიათური აღნაგობით, ძალით, სიმამაცით, ნიჭითა და ჭკუით. მასზე ხალხში უამრავი თქმულება , ლეგენდა და ლექსი შემორჩენილა. ამბობენ ვახტანგ მეფე სიმაღლით 2 მეტრი და 40 სანტიმეტრი იყო, გაქცეულ ირემს დაეწეოდა, შეკაზმულ ცხენს მხრებზე მოიგდებდა და ასე, მცხეთიდან არმაზ–ციხემდე, მუხლჩაუხრელად ავიდოდაო.
ვახტანგ მეფე შიშის ზარს სცემდა მტრებს. მას მუზარადზე მგლის თავი ჰქონდა გამოსახული, ამიტომ სპარსელები, როგორც კი დაინახავდნენ, ყვირილს ატეხდნენ ხოლმე: ერიდეთ „გორგასალიო“! (გორგასალი სპარსულად მგლის თავს ნიშნავს)
გორგასალმა 45 წელი იმეფა. განდევნა მტერი, განამტკიცა და გააძლიერა ქვეყანა. მის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის დედაქალაქად დაარსების ლეგენდაც.
ლეგენდის თანახმად, ახლანდელი თბილისის ტერიტორია მაშინ ტყით იყო დაფარული. ტყეში სანადიროდ გამოსულ მეფეს თურმე მამალი ხოხობი წამოუფრინდა. მეფემ გაწვრთნილი ქორი დაადევნა და ინტერესით ელოდა ფრინველთა შებრძოლებას, მაგრამ ხოხობი სადღაც ჩაიკარგა. დაძებნეს და ორთავე იპოვეს ცხელ წყალში ჩაფუფქული. ეს წყალი ბუნებრივად ამოდიოდა მიწიდან. მეფეს ეამა ასეთი აღმოჩენა, ხელი შემართა და თქვა: აქ აშენდეს ქალაქი! ეს ამბავი დაახლოებით იმ ადგილებში მოხდა, სადაც ახლა დგას მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელის მიერ შექმნილი ვახტანგ გორგასლის ძეგლი.
ვახტანგ მეფის ანდერძის თანახმად, მისმა მემკვიდრემ დაჩიმ , დაამთავრა თბილისის მშენებლობა და დედაქალაქი აქ გადმოიტანა.
ვახტანგ მეფეს განსაკუთრებით ეჯავრებოდა მოღალატეები და მოხდა ისე, რომ იგი სწორედ ღალატით მოკლა მისმა ყოფილმა მონამ, რომელმაც იცოდა, რომ მეფეს ჟაჭვის პერანგი იღლიაში ჰქონდა გარღვეული. მონამ ისარი სწორედ მაშინ ესროლა, როცა მეფემ ხმლიანი ხელი შემართა.
რად შემართა მეფემ ხელი?
ვახტანგ გორგასალი დაახლოებით 1500 წლის წინათ გამეფდა საქართველოში. იგი მაშინ მხოლოდ 15 წლის იყო, მაგრამ გამოირჩეოდა თავისი გოლიათური აღნაგობით, ძალით, სიმამაცით, ნიჭითა და ჭკუით. მასზე ხალხში უამრავი თქმულება , ლეგენდა და ლექსი შემორჩენილა. ამბობენ ვახტანგ მეფე სიმაღლით 2 მეტრი და 40 სანტიმეტრი იყო, გაქცეულ ირემს დაეწეოდა, შეკაზმულ ცხენს მხრებზე მოიგდებდა და ასე, მცხეთიდან არმაზ–ციხემდე, მუხლჩაუხრელად ავიდოდაო.
ვახტანგ მეფე შიშის ზარს სცემდა მტრებს. მას მუზარადზე მგლის თავი ჰქონდა გამოსახული, ამიტომ სპარსელები, როგორც კი დაინახავდნენ, ყვირილს ატეხდნენ ხოლმე: ერიდეთ „გორგასალიო“! (გორგასალი სპარსულად მგლის თავს ნიშნავს)
გორგასალმა 45 წელი იმეფა. განდევნა მტერი, განამტკიცა და გააძლიერა ქვეყანა. მის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის დედაქალაქად დაარსების ლეგენდაც.
ლეგენდის თანახმად, ახლანდელი თბილისის ტერიტორია მაშინ ტყით იყო დაფარული. ტყეში სანადიროდ გამოსულ მეფეს თურმე მამალი ხოხობი წამოუფრინდა. მეფემ გაწვრთნილი ქორი დაადევნა და ინტერესით ელოდა ფრინველთა შებრძოლებას, მაგრამ ხოხობი სადღაც ჩაიკარგა. დაძებნეს და ორთავე იპოვეს ცხელ წყალში ჩაფუფქული. ეს წყალი ბუნებრივად ამოდიოდა მიწიდან. მეფეს ეამა ასეთი აღმოჩენა, ხელი შემართა და თქვა: აქ აშენდეს ქალაქი! ეს ამბავი დაახლოებით იმ ადგილებში მოხდა, სადაც ახლა დგას მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელის მიერ შექმნილი ვახტანგ გორგასლის ძეგლი.
ვახტანგ მეფის ანდერძის თანახმად, მისმა მემკვიდრემ დაჩიმ , დაამთავრა თბილისის მშენებლობა და დედაქალაქი აქ გადმოიტანა.
ვახტანგ მეფეს განსაკუთრებით ეჯავრებოდა მოღალატეები და მოხდა ისე, რომ იგი სწორედ ღალატით მოკლა მისმა ყოფილმა მონამ, რომელმაც იცოდა, რომ მეფეს ჟაჭვის პერანგი იღლიაში ჰქონდა გარღვეული. მონამ ისარი სწორედ მაშინ ესროლა, როცა მეფემ ხმლიანი ხელი შემართა.
დავით აღმაშენებელი
რატომ ჰქვია მეფე დავითს
დავით აღმაშენებელი?
დავით აღმაშენებელი 16 წლის იყო(1089წ.), როცა მამამ სამეფო გვირგვინი გადასცა და ტახტი დაუთმო. ამ დროს საქართველოში მტრები დათარეშობდნენ, ძარცვავდნენ, აწიოკებდნენ და ხოცავდნენ ხალხს. ქართველი მოსახლეობა ტყეებსა და მთებს შეხიზვნოდა, მათ ეზო–მიდამოს კი მტერი დაპატრონებოდა. ქვეყანა თითქმის დანგრეული და გადამწვარი იყო.
ჭაბუკმა მეფემ მტკიცედ გადწყვიტა – ეხსნა სამშობლო დაღუპვისაგან. მან პირველ ყოვლისა გარს შემოიკრიბა ერთგული, მამაცი, მამულის სიყვარულით გულგანათებული ვაჟკაცები, შეადგინა რაზმები და დაიწყო თავდასხმები მტერზე. უშიშარი მეფის მოქმედებით გამხნევებული მოსახლეობა თანდათან დაუბრუნდა მშობლიურ ადგილებს. აღადგინა მტრისგან დანადგურებული სახლ–კარი და დაიწყო თავგანწირული ბრძოლები ქვეყნის გათავისუფლებისთვის.
დავით აღმაშენებელმა 36 წელიწადს იმეფა და ამ განმავლობაში 60–მდე დიდი თუ პატარა ბრძოლა გადაიხადა. მატ სორის აღსანიშნავია დიდგორის ომი.
1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე სასტიკი ბრძოლა გამართა თურქ–სელჯუკთა წინააღმდეგ.მომხდური რიცხვით თითქმის 7–ჯერ სჭარბობდა ქართველთა ლაშქარს, მაგრამ დავითის გამჭრიახობამ და გულგანათებულ მამულიშვილთა თავგანწირვამ შეუძლებელი შეძლო. მტერი დამარცხებული და განდევნილი იქნა საქართველოდან. დიდგორის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შევიდა, როგორც მომავალ გამარჯვებათა სიმბოლო.
ერთი წლის შემდეგ 1122 წელს კი სახელოვანმა ქართველთა ლაშქარმა გაათავისუფლა 400 წლის განმავლობაში უცხოელთა ბატონობის უღელქვეშ მყოფი თბილისი.
დავითმა დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა . ხალხმა შვებით ამოისუნთქა. დაიწყო მშვიდობიანი ცხოვრება. აშენდა ეკლესია მონასტრები, სასწავლებლები, საავადმყოფოები. მეფე ეხმარებოდა ღარიბ მოსახლეობას, ზრუნავდა თავის ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობაზე, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მომავალ თაობას: გამორჩეული ნიჭის ახალგაზრდებს მეფე საზღვარგარეთ გზავნიდა ცოდნის მისაღებად. სახელმწიფოში დამყარდა წესრიგი. მეფე პატივს სცემდა ყველა რჯულისა და რწმენის ხალხს.
მეფე დავითმა მტრებისაგან თითქმის დანგრეული და განადგურებული საქართველო აღადგინა– ააშენა, ამიტომ მადლიერმა ხალხმა მას „აღმაშენებელი“ უწოდა.
დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა1125 წლის 25 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს).
ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა დიდი მეფე და 8 თებერვალი საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღედ დააწესა.
ქართლის დედა
ქართლის დედა ვის მასპინძლობს?
რად უპყრია ხმალი თანაც?
საქართველოს დედაქალაქს – თბილისს, თავს დაჰყურებს ქართველი ქალის ქანდაკება. იგი ძველთაძველი ციხის – ნარიყალას გასწვრივ არის აღმართული – თაბორის მთაზე (მისი სიმაღლე 20 მეტრზე მეტია). მას ცალ ხელში თასი უჭირავს, რომ ყველა მომსვლელს ქართული ღვინით უმასპინძლოს, ემეგობროს და ემოყვროს, ხოლო მეორე ხელში უპყრია შიშველი ხმალი, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში მტერს გაუმკლავდება.
ქანდაკებას ეწოდება „ქართლის დედა“. მისი ავტორია მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი. ძეგლი დაიდგა თბილისის დედაქალაქად გამოცხადების 1500 წლისთავთან დაკავშირებით.
ქართლის დედის ძეგლით მთელი ქართველი ერის თვისებები, ტრადიციები და ისტორიაა გადმოცემული. იგი საქართველოს სიმბოლოა.
თამარ მეფე
რად ვეძახით თამარის დროს
საქართველოს „ოქროს ხანას“?
თამარი პირველი მეფე ქალია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. იგი იყო გონიერი, შორსმჭვრეტელი, ლამაზი და კეთილი.
თამარი 18 წლის გამეფდა. მეფედ კურთხევის დღეს დიდებულებმა მას თავზე სამეფო გვირგვინი დაადგეს და როგორც ლაშქრის სარდალს , წელზე ხმალი შემოარტყეს. თამარი მეფედ ერთხმად აკურთხეს.
მეფური ალღოს, გამჭრიახი გონებისა და დიდი ნებისყოფის წყალობით თამარმა ბრძნულად წარმართა ქვეყნის მმართველობა. მისი მეფობის დროს საქართველომ მტრის ყველა შემოსევა მოიგერია. თამარის სახელოვანმა ლაშქარმა ძლევამოსილება კიდევ უფრო განამტკიცა შამქორის (1195წ.) და ბასიანის (1202წ.) ბრძოლებში. ქართველებმა მოშურნენი შორს გადარეკეს. საქართველო გაძლიერდა, გამდიდრდა. ქვეყანას მეფის ძლიერი ლაშქარი იცავდა. ხალხი მშვიდობიანად ცხოვრობდა. თამარმა აკრძალა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა. მზრუნველი მეფე უხვად ასაჩუქრებდა ქვრივ–ობლებს.
საქართველოში იდგა დიდი მშენებლობის დრო. კლდეში გამოიკვეთა ციხე–ქალაქი ვარძია. გაჩაღდა ეკლესია–მონასტრების, ციხე–სიმაგრეების, სასახლეების, გზების, ხიდების მშენებლობები. სად არ შეხვდებით დღეს 800 წლის წინათ აგებულ ციხეებს, თაღოვან ხიდებს, რომლებსაც ხალხი უწოდებს თამარის ციხეს, თამარის ხიდს. თამარის დროს საქართველოში გაჰყავდათ სარწყავი არხები. რწყავდნენ ზვრებს, ბაღ–ბოსტნებს, ველ–მინდვრებს, რითაც ხვავი და ბარაქა ემატებოდა ქვეყანას.
ხალხი მშვიდობიანად შრომობდა და თავს ბედნიერად გრძნობდა. ამიტომ თამარის მეფობის დრო საქართველოს ისტორიაში ცნობილია, როგორც „ოქროს ხანა“, ე. ი. ბედნიერი ხანა(დრო). ამის გამოხატულებაა უხვად შემორჩენილი ხალხური ლექსები, ლეგენდები, თქმულებები, გადმოცემები, მისდამი მიძღვნილი მხატვრული ნაწარმოებები, საისტორიო თხზულებები, რომლებშიც გამოხატულია დიდი სიყვარული თამარისადმი.
თამარი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თამარი წმიდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ დაწესდა 14 მაისი.
შოთა რუსთველი
რად შეარქვეს შოთა რუსთველს
„სულმნათი“ და „დიდი შოთა“?
დიდი ქართველი პოეტი შოთა რუსთველი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თამარ მეფის დროს. იგი ერთგულად ემსახურა მეფეს, სამშობლოს, ხოლო სიბერის ჟამს იერუსალიმში ჯვრის მონასტერში ბერად აღიკვეცა, სადაც დღემდეა დაცული მისი ფრესკა.
შოთა რუსთაველს უყვარდა თამარი. იგი ხოტბას ასხამდა ქართველთა სახელოვან მეფეს და თავისი ბრწყინვალე პოემაც – „ვეფხისტყაოსანი“ მიუძღვნა. პოემის გმირებს: ტარიელს, ავთანდილს, ფრიდონს, ნესტან–დარეჯანს, თინათინს და ასმათს უყვართ ერთმანეთი, უყვართ სამშობლო, თავისი ხალხი, ებრძვიან მტერს – ბოროტ ძალებს და მეგობრობისა და სიკეთის წყალობით საბოლოოდ იმარჯვებენ.
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის ძეგლია. 800 წელზე მეტია იგი ჭირსა და ლხინში თან ახლავს ქართველ კაცს. „ვეფხისტყასნის“ ბრძნული გამონათქვამები ეხმარება ადამიანებს, ასწავლის მეგობრობას, სიკეთეს, სათნოებას, კაცთმოყვარეობას, უნათებს მათ გონებას, სულს. ამიტომაა, რომ აკაკი წერეთელი თავის ერთ–ერთ ლექსში ასე მიმართავს დიდ მგოსანს:
„მადლი შენს გამჩენს სულმნათო“.
კრწანისის ბრძოლა
რად აბორგებს კრწანისის ველს
ალისფერი ყაყაჩოთა?
ეს ამბავი 1795 წლის სექტემბერში მოხდა. მაშინ საქართველოში ერეკლე II–„პატარა კახი“ მეფობდა. ამ დროს ირანის მბრძანებელი იყო აღა–მაჰმად–ხანი. მან განიზრახა დაემორჩილებინა საქართველო. თავი მოუყარა დიდძალ მეომარს– 35 ათას კაცს და დაიძრა საქართველოსაკენ. მეფე ერეკლეს ლაშქარში კი მხოლოდ 5000 კაცი იყო მაგრამ ქართველები მედგრად დადგნენ სამშობლოს დასაცავად.
აღა–მაჰმად–ხანი პირდაპირ თბილისისაკენ გამოემართა. ქართველები თავგანწირვით ეკვეთნენ მტერს და ბრწყინვალედ მოგერიეს შემოტევა. მტერი შედრკა და უკან გაბრუნებას აპირებდა, რომ ვიღაც მოღალატემ გასცა ქართველთა საიდუმლო. აღ–მაჰმად–ხანმა გაიგო, ერეკლეს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავსო და კვლავ იერიშით შემოუტია ქართველებს. ბრძოლა მოხდა თბილისთან–კრწანისის ველზე. ერეკლეს ლაშქარი თვდადებულად იბრძოდა. ამ დროს უკვე 75 წლის მოხუცი მეფეც ხმალდახმალ კაფავდა მტერს, მაგრამ მტრის სიმრავლემ თვისი გაიტანა და საბოლოოდ ქართველები დამარცხდნენ.
ქართველი ვაჟკაცების სისხლით მოირწყა კრწანისის ველიც თითქოს ამ ბრძოლის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ყოველ გაზაფხულზე, კრწანისის ველზე, უამრავი წითელი ყაყაჩო ამოდის და ალისფრად ბიბინებს კრწანისის ველი.
ძეგლი სამას არაგველთა
მაშ თბილისთან რად აღმართეს
ძეგლი სამას არაგველთა?
კრწანისის ველზე ქართველების თავგანწირვამ გააოცა ვერაგი აღა–მაჰმად–ხანიც კი. „რამდენი ბრძოლა გადამიხდია, მაგრამ არასოდეს არ მახსოვს, რომ მტერს ასე ვაჟკაცურად ებრძოლოს“– ამბობდა თურმე იგი. არ წყდებოდა ქართველების საბრძოლო ყიჟინა. ისინი მედგრად იცავდნენ ქართული მიწის ყოველ გოჯს. განსაკუთრებით იძალა მტერმა თბილისის კართან. მოხუც მეფე ერეკლეს ტყვედ ჩავარდნის საფრთხე დაემუქრა.
„ მტერზე გამარჯვება ან ბრძოლის ველზე სიკვდილი“–ასეთი იყო არაგვის ხეობიდან ჩასული 300 ვაჟკაცის მხედრული ფიცი. ისინი თავგანწირვით ეკვეთნენ მტერეს, ცოცხალი კედელი აღმართეს თბილისის კართან და მეფე ტყვეობას გადაარჩინეს. მაგრამ ნათქვამია: „ ძალა აღმართს ხნავსო“. მტერმა სამასივე გმირი მოცელა.
ხალხი გმირებს არ ივიწყებს. თბილისის კართან, იქ, სადაც თავგანწირვით იბრძოდნენ არაგველები დღეს დგას მათი ხსოვნის ძეგლი– ძეგლი 300 არაგველთა. თბილისის მეტროს ერთ–ერთ სადგურს „300 არაგველი“
ყოველი ქართველის ვალია მუხლი მოიყაროს და პატივი სცეს სამშობლოსათვის თავდადებულთა ხსოვნას.
წიწამურის ტრაგედია
რატომ მოხდა წიწამურში
წიწამურის ტრაგედია?
თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ გაზაზე, წიწამურის ტყის პირას აღმართულია თეთრი სვეტი, ობელისკი რომელიც გვაუწყებს, რომ აქ, 1907 წლის 30 აგვისტოს, მტრებმა საქართველოს მოუკლეს დიდი წინამძღოლი, ერის სულიერი მამა–ილია ჭავჭავაძე.
მთელი ცხოვრება ილია ჭავჭავაძემ ქართველი ერის სამსახურში გაატარა. მისი მხურვალე გული სავსე იყო მამულზე დარდით, ფიქრით და ზრუნვით და მტრებმაც სწორედ ამ სამშობლოზე დარდით, ფიქრით და ზრუნვით სავსე გულს ესროლეს. ამიტომაც ამბობენ: ილიას მკვლელებმა საქართველო შიგ გულში დაჭრესო.
წიწამურთან მომხდარი მკვლელობა უდიდესი ტრაგედიაა, რადგან ილიას მკვლელები ქართველები იყვნენ. ეს ჭრილობა დღესაც ღია, მძიმე და მოუშუშებელია.
„მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“– ეს ქართული ანდაზა ძალიან უყვარდა ილიას და თვითონაც ასე იქცეოდა, ამხელდა ნაკლს და ბრძნულად უკვალავდა გზას თავის ხალხს.
ისე უნდა იცხოვრო, გვასწავლიდა ილია, რომ
„ ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო–
აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“
ილიას სიცოცხლის ყოველი წამი თავისი სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის თავგანწირულ ბრძოლას ისახავდა მიზნად. მისი ცხოვრების გზა იყო გულწრფელი და მართალი, ამიტომაც ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა ერის სულიერი მოძღვარი და მას ილია მართალი უწოდა.
9 აპრილი
რატომ არის 9 აპრილი
ცრემლიანი–სასახელო?
200 წლის წინ, ანუ მე–19 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერია გაძლიერდა. იგი შიშს გვრიდა მეზობელ სახელმწიფოებს. ბევრი მათგანი გავლენის ქვეშ მოექცა, ზოგიც დაიპყრო და მიიერთა. მათ შორის იყო საქართველოც. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა საუკუნეებში სისხლის ფასად შენარჩუნებული თავისუფლება.
რუსეთი დაპყრობილი ხალხების გარუსების პოლიტიკას ადგა. უხეშად ილახებოდა მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის მქონე ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები. იდევნებოდა ქართული ენა.
1917 წელს რუსეთსი ტახტიდან ჩამოაგდეს მეფე–ნიკოლოზII. მოხდა ოქტომბრის რევოლუცია, რის შედეგადაც რუსეთის იმპერიამ სახე იცვალა. მას „სსრკ“ ანუ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი დაერქვა. „სსრკ“ აერთიანებდა 15 სახელმწიფოს 15 მოკავშირე რესპუბლიკას. მათ შორის იყო „საქართველოს სსრ“.გარეგნულად სახეშეცვლილი იმპერიის პოლიტიკური ზრახვები იგივე დარჩა.
სსრკ–ს ჰიმნი ჟღერდა:
„ თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური შეუკრავს მუდმივად დიდ რუსეთის ხალხს“...
დიახ, „სსრკ“ რუსეთმა შექმნა და თავის თავს ამ კავშირის უფროს ძმად აღიარებდა. „უმცროს ძმებს“ „არიგებდა“, „ჭკუას ასწავლიდა“, „ურჩებს“ ტუქსავდა, ხან კი სამაგალითოდ სჯიდა.
ქვეყანაში გაბატონებული კომუნისტური პარტიის მიზანი იყო აღეზარდა კომუნისტთა საიმედო ცვლა, რომელიც შეძლებდა უზარმაზარი იმპერიის შემდგომ შენარჩუნებას და განმტკიცებას. ამ მიზნით, საბჭოთა სკოლაში ჩამოყალიბებული იყო კომკავშირელთა, პიონერთა და ოქტომბრელთა ორგანიზაციები. „ სსრკ“ „ჩემი სამშობლოა „ –ასეთი იყო პარტიის გათვლილი დევიზი, თუმცა ყველამ კარგად იცოდა , რომ სამშობლო მამა–პაპათაგან ნაანდერძევი მიწა წყალი – მამულია, სადაც დავიბადეთ, სადაც ვიზრდებოდით, სადაც ჩვენი წინაპრების საფლავებია.
სამშობლო– მშობლიური მთა–ბარის იდუმალი ალერსია.
სამშობლო–ყველაზე ძვირფასია ადამიანისათვის.
სამშობლოსათვის თავდადება ყველაზე ღირსეული საქციელია.
თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი ვერ ეგუებოდა ეროვნული ღირსების შელახვას და გამუდმებით ფარულად, ზოგჯერ აშკარადაც , ეწინააღმდეგებოდა მოძალადე „ უფროს ძმას“.
მე–20 საუკუნის 80–იან წლებში ფარდა აეხადა გაყალბებულ და მიჩქმალულ უახლეს ისტორიას, გამჟღავნდა რუსეთის დამპყრობლური მიზნები– ჩვენი მშობლიური მიწა–წყლის დაქუცმაცების და მიტაცების განზრახვა. ძლადობამ, დაშინებამ, განუკითხაობამ, მექრთამეობამ, მოქალაქეთა ინტერესების უგულვებელყოფამ ხალხი დაარწმუნა, რომ ერთა კავშირი ნებით კი არა, ძალით იყო შეკოწიწებული.
აივსო მოთმინების ფიალა.
დადგა იმპერიის ნგრევის ეპოქა.
დაიწყო „სსრკ“–ს დაშლა.
კრემლი (საიდანაც იმართებოდა სსრკ) შეაშფოთა ურჩ „ მოკავშირეთა“ ამბოხმა და გადაწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა ერთ–ერთი მათგანი. არჩევანი საქართველოზე შეჩერდა....
... და , აი, იმ ჟინჟღლიან გაზაფხულზე, როცა ხალხი მთავრობის სასახლის წინ , სანთლებით ხელში , ლოცვით ღამეს უთევდა თავისუფლებას, რუსთაველის გამზირზე გაისმა რუსული ტანკების სატანური გრუხუნი. სპეციალურად გაწვრთნილმა რაზმელებმა დაარბიეს მშვიდობიანი აქცია.
1989 წლის 9 აპრილს ცრემლიანი დილა გაუთენდა საქართველოს. რუსთაველის გამზირზე , მთავრობის სასახლის წინ , ერთმანეთის მხარიმხარ ესვენა თავდადებულთა ცხედრები. მათ სიცოცხლე შესწირეს თავისუფლებას. ხალხმა ცხარე ცრემლით დაიტირა დაღუპულები. ისინი სამშობლომ გმირებად შერაცხა. გმირთა სახელები ეწოდა ქუჩებს. მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად აღიმართა მემორიალი მთავრობის სასახლის წინ.
ერთ მუშტად შეიკრა სრულიად საქართველო ... 1990 წლის 31 მარტს ჩატარებულმა რეფერენდუმმა– საყოველთაო გამოკითხვამ – დაადასტურა ხალხის ნება და ჩვენი ქვეყანა გამოვიდა „სსრკ“–ს შემადგენლობიდან.
9 აპრილის ტრაგედიამ მსოფლიოს დაანახა , თუ რა ძნელად, მაგრამ ბეჯითი ბრძოლით პოულობს გზას ჭეშმარიტება. რა გულწრფელი და მართალია ქართველი ხალხი, რომელიც მტკიცედ დაადგა ეროვნული დამოუკიდებლობის რთულ, მაგრამ ღირსეულ გზას.
შენ ამ გზით უნდა იარო ჩემო პატარა მკითხველო.
გზა მშვიდობისა!
Подписаться на:
Сообщения (Atom)