среда, 24 сентября 2008 г.

კრწანისის ბრძოლა



რად აბორგებს კრწანისის ველს
ალისფერი ყაყაჩოთა?

ეს ამბავი 1795 წლის სექტემბერში მოხდა. მაშინ საქართველოში ერეკლე II–„პატარა კახი“ მეფობდა. ამ დროს ირანის მბრძანებელი იყო აღა–მაჰმად–ხანი. მან განიზრახა დაემორჩილებინა საქართველო. თავი მოუყარა დიდძალ მეომარს– 35 ათას კაცს და დაიძრა საქართველოსაკენ. მეფე ერეკლეს ლაშქარში კი მხოლოდ 5000 კაცი იყო მაგრამ ქართველები მედგრად დადგნენ სამშობლოს დასაცავად.
აღა–მაჰმად–ხანი პირდაპირ თბილისისაკენ გამოემართა. ქართველები თავგანწირვით ეკვეთნენ მტერს და ბრწყინვალედ მოგერიეს შემოტევა. მტერი შედრკა და უკან გაბრუნებას აპირებდა, რომ ვიღაც მოღალატემ გასცა ქართველთა საიდუმლო. აღ–მაჰმად–ხანმა გაიგო, ერეკლეს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავსო და კვლავ იერიშით შემოუტია ქართველებს. ბრძოლა მოხდა თბილისთან–კრწანისის ველზე. ერეკლეს ლაშქარი თვდადებულად იბრძოდა. ამ დროს უკვე 75 წლის მოხუცი მეფეც ხმალდახმალ კაფავდა მტერს, მაგრამ მტრის სიმრავლემ თვისი გაიტანა და საბოლოოდ ქართველები დამარცხდნენ.
ქართველი ვაჟკაცების სისხლით მოირწყა კრწანისის ველიც თითქოს ამ ბრძოლის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ყოველ გაზაფხულზე, კრწანისის ველზე, უამრავი წითელი ყაყაჩო ამოდის და ალისფრად ბიბინებს კრწანისის ველი.

Комментариев нет: