среда, 24 сентября 2008 г.

შოთა რუსთველი



რად შეარქვეს შოთა რუსთველს
„სულმნათი“ და „დიდი შოთა“?

დიდი ქართველი პოეტი შოთა რუსთველი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თამარ მეფის დროს. იგი ერთგულად ემსახურა მეფეს, სამშობლოს, ხოლო სიბერის ჟამს იერუსალიმში ჯვრის მონასტერში ბერად აღიკვეცა, სადაც დღემდეა დაცული მისი ფრესკა.
შოთა რუსთაველს უყვარდა თამარი. იგი ხოტბას ასხამდა ქართველთა სახელოვან მეფეს და თავისი ბრწყინვალე პოემაც – „ვეფხისტყაოსანი“ მიუძღვნა. პოემის გმირებს: ტარიელს, ავთანდილს, ფრიდონს, ნესტან–დარეჯანს, თინათინს და ასმათს უყვართ ერთმანეთი, უყვართ სამშობლო, თავისი ხალხი, ებრძვიან მტერს – ბოროტ ძალებს და მეგობრობისა და სიკეთის წყალობით საბოლოოდ იმარჯვებენ.
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის ძეგლია. 800 წელზე მეტია იგი ჭირსა და ლხინში თან ახლავს ქართველ კაცს. „ვეფხისტყასნის“ ბრძნული გამონათქვამები ეხმარება ადამიანებს, ასწავლის მეგობრობას, სიკეთეს, სათნოებას, კაცთმოყვარეობას, უნათებს მათ გონებას, სულს. ამიტომაა, რომ აკაკი წერეთელი თავის ერთ–ერთ ლექსში ასე მიმართავს დიდ მგოსანს:
„მადლი შენს გამჩენს სულმნათო“.

Комментариев нет: