среда, 24 сентября 2008 г.
წიწამურის ტრაგედია
რატომ მოხდა წიწამურში
წიწამურის ტრაგედია?
თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ გაზაზე, წიწამურის ტყის პირას აღმართულია თეთრი სვეტი, ობელისკი რომელიც გვაუწყებს, რომ აქ, 1907 წლის 30 აგვისტოს, მტრებმა საქართველოს მოუკლეს დიდი წინამძღოლი, ერის სულიერი მამა–ილია ჭავჭავაძე.
მთელი ცხოვრება ილია ჭავჭავაძემ ქართველი ერის სამსახურში გაატარა. მისი მხურვალე გული სავსე იყო მამულზე დარდით, ფიქრით და ზრუნვით და მტრებმაც სწორედ ამ სამშობლოზე დარდით, ფიქრით და ზრუნვით სავსე გულს ესროლეს. ამიტომაც ამბობენ: ილიას მკვლელებმა საქართველო შიგ გულში დაჭრესო.
წიწამურთან მომხდარი მკვლელობა უდიდესი ტრაგედიაა, რადგან ილიას მკვლელები ქართველები იყვნენ. ეს ჭრილობა დღესაც ღია, მძიმე და მოუშუშებელია.
„მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“– ეს ქართული ანდაზა ძალიან უყვარდა ილიას და თვითონაც ასე იქცეოდა, ამხელდა ნაკლს და ბრძნულად უკვალავდა გზას თავის ხალხს.
ისე უნდა იცხოვრო, გვასწავლიდა ილია, რომ
„ ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო–
აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“
ილიას სიცოცხლის ყოველი წამი თავისი სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის თავგანწირულ ბრძოლას ისახავდა მიზნად. მისი ცხოვრების გზა იყო გულწრფელი და მართალი, ამიტომაც ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა ერის სულიერი მოძღვარი და მას ილია მართალი უწოდა.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
1 комментарий:
ისე კარგი იქნებოდა სადმე მიგენიშნათ მაინც ნახატების ავტორის ვინაობა.(ისე არცა მგონია გამოყენების უფლება გქონდეთ მიღებული)
ავტორი ალექსანდრე ციხელაშვილია(ცნობისთვის)
თამარიც, ილიაც, შოთაც და ბევრი სხვაც(ერეკლეს ბრძოლა)მისი დახატულია.((
84 წლისაა ახლა და მადლობა ღმერთს ჯანზეა..)
Отправить комментарий